გიორგი ვოლსკი Credit Suisse-ის საქმეზე: ამოცანა მდგომარეობს სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაში, რათა იქნებ მისი ავტორიტეტით მაინც სახელმწიფომ გადაწყვიტოს და მეორე ფრონტი გახსნას

შვეიცარიას გააჩნია ის იმიჯი, რისთვისაც იგი დაფასებულია მსოფლიოში, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და გეგმაზომიერება არის სახეზე და არის გაუგებრობები და დაპირისპირებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims-ის სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

მისი თქმით, ძალიან მკაფიო კონტურები გამოჩნდა ყველა მიმართულებით, მათ შორის შვეიცარიული ბანკის საკითხთან დაკავშირებით.

„ამ პროცესის დაწყების მთავარი თემა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა ქვეყნის მართვაში და იგი თურმე რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას. როდესაც დაისვა კითხვა, რაში მდგომარეობს მისი ჩართულობა, ყველა არგუმენტი განადგურდა. ახლა საპირისპირო არგუმენტები შემოვიდა განსახილველად და ამის განხილვა მიგვიყვანს იქამდე, რომ ამოცანა მდგომარეობს სწორედ მის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაში, რათა იქნება ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით მაინც სახელმწიფომ გადაწყვიტოს და მეორე ფრონტი გახსნას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები