NBC: ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს

US President Joe Biden boards Air Force One before departing from Tulsa International Airport in Tulsa, Oklahoma, on June 1, 2021. - US President Joe Biden traveled Tuesday to Oklahoma to honor the victims of a 1921 racial massacre in the city of Tulsa, where African American residents are hoping he will hear their call for financial reparations 100 years on. (Photo by MANDEL NGAN / AFP) (Photo by MANDEL NGAN/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომდევნო თვეში ევროპაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაიდენის ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, რომელსაც შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თებერვალში უკრაინისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები