სირიაში ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოული მოკლეს

სირიაში დაჯგუფება ,,ისლამის სახემწიფოს“ ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოული. ამ ინფორმაციას ადასტურებს ჟურნალისტის ოჯახის წევრები.
,,ჩვენ არასოდეს არ ვამაყობდით ჯიმით ისე, როგოერც ახლა, მან თავი გაწირა, რათა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რა მდგომარეობაშია დღეს სირიელი ხალხი“,-განაცხადა ჟურნალისტის დედამ.
მთელი ოჯახის სახელით მან ტერორისტებს მოუწოდა სიცოცხლე შეუნარჩუნონ დარჩენილ მძევლებს, რადგან ამ ომში ისინი უდანაშაულოები არიან. ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციის წევრების განმარტებით, ინტერენეტში გავრცელებულია ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის კადრები. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ სპეცილურ განცხადებას გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები