კახა კალაძე: ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესს, ყოველთვის ეს მიდგომა გვექნება

ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესს და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ეს მიდგომა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც უკრაინაში ხდება.

„ძალიან ბევრი განცხადების ამოღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ასეთი ძალიან ბევრი განცხადების მოპოვება შეიძლება. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოზიციას, არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესს და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ეს მიდგომა, დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები