გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შეხვედრაზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის და 2030 წლის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.
შეხვედრაზე გამართული დისკუსიის პროცესში გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გაითვალისწინებენ. სამუშაო შეხვედრა საგურამოში, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები