გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 400 ლარია.
საპროექტო გზის 654 მეტრიან მონაკვეთზე, სადაც დღემდე ასფალტი საფარი არ ყოფილა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებასთან სრულდება.
დაგეგმილია ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების,სანიაღვრე სისტემის, წყლის შემკრები ჭის მოწყობა და გზაზე არსებული ხიდის მოაჯირებით უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები