„მიშას ძალიან გულზე ხვდება ის ყველაფერი, რასაც საქართველოს სახელმწიფო მას უკეთებს“

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში პიჯაკების გაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ბარნოვმა განმარტა, ამ ქმედებით სააკაშვილმა პროკურატურას უპასუხა.
„მიშას ძალიან გულზე ხვდება ის ყველაფერი, რასაც საქართველოს სახელმწიფო მას უკეთებს და ეს იყო მისი ჟესტი, მისი პასუხი იმ უმსგავსობაზე, რასაც დღეს ეწევა პროკურატურა“, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები