„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე“ – ზელენსკიმ ბაიდენს Abrams-ის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს Abrams-ის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე.

„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს კიდევ ერთი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინას მიაწოდოს Abrams-ის ტანკები. მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო, როგორც არასდროს, გაერთიანებულია საერთო მიზნისთვის – უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ!“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები