კულტურის კომიტეტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს

საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის რეფორმასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტის, „საქპატენტის”, USAID და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის – CLDP-ის ერთობლივი ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე CLDP-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციები მოისმინეს და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ინიცირებას კულტურის კომიტეტი მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომიტეტს დღემდე არაერთმა ავტორმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები