თემურ ჯანაშიას ქონება დაუყადაღეს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. თემურ ჯანაშია მისი და მისი ოჯახის წევრების უძრავი ქონების დაყადაღებას აპროტესტებს.
ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა ედება ბრალად. თემურ ჯანაშიას ბრალი თანხის გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად წაუყენეს.