საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება სოჭის პორტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სააგენტოს განმარტებით, მათთვის რუსულ მხარეს არ მიუმართავს და გაურკვეველია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები