რუსთავში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background

რუსთავში, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო 6 წლის ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კვლავ კლინიკაში რჩება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები