ზელენსკიმ “თავდაუსხმელობის პაქტზე” ლუკაშენკოს უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არასოდეს აპირებდა ბელარუსზე თავდასხმას და მას ასეთი გეგმები არც სამომავლოდ აქვს.

ამის შესახებ მან კიევში ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს თქვა, რომ უკრაინა სთავაზობდა “თავდაუსხმელობის პაქტის” გაფორმებას და ამავდროულად აგრძელებს „ბოევიკების“ წვრთნას, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს უქმნიან ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ჩვენ არ ვაპირებდით და არც ვაპირებთ ბელარუსზე თავდასხმას და ეს არის მთავარი სიგნალი მთელი უკრაინელი ხალხისგან ბელარუსი ხალხისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და, ვინმეს გავლენის მიუხედავდ, არ შევიდეს ამ სრულიად სამარცხვინო ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ყველაფერს, რასაც უკრაინა ოფიციალურად ვინმეს სთავაზობს, ყველას გესმით. შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო: ჩვენ არ ვაპირებთ ბელარუსზე თავდასხმას და არ გვაქვს ასეთი განზრახვები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები