„ლეოპარდების“ გამოსაყენებლად უკრაინული ძალების სწავლების დაწყება შეიძლება” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ ალიანსის ლიდერმა თქვა, რომ კიევისთვის ტანკების გადაცემის საკითხზე “კარგი დისკუსია” ჰქონდათ.
სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ “ლეოპარდებათან” დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
თავის მხრივ, პიროსტიურსმა თქვა, რომ “ლეოპარდების” მქონე ქვეყნებს მოუწოდა, “უკრაინული ძალების მომზადება დაიწყონ”.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რომ მან ეს ომი არ წააგოს, არამედ მოიგოს. და ამისთვის გერმანია იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე, თითქმის ნებისმიერი სხვა მოკავშირე, შეერთებული შტატების გარდა,” – თქვა მან ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.