ესპანეთში დასვენების გამო, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში, თანამდებობიდან, ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე, ოლექსი სიმონენკო გაათავისუფლეს.

გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო სამსახურიდან საკუთარი ნებით გაათავისუფლეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ყოველდღიურ მიმართვაში, სახელმწიფო მოხელეებს ქვეყნის დატოვება, სამსახურებრივი მივლინებების გარდა აუკრძალა.

ზელენსკის კონკრეტული გვარები არ ჩამოუთვლია, თუმცა უკრაინული მედია წერდა, რომ საახალწლო არდადაგებზე, გენპროკურორის მოადგილე ესპანეთში ისვენებდა.

სიმონენკომ მარბელიეში 10 დღე გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის დეკემბერში ზელენსკიმ მაღალჩინოსნებს, ომის პერიოდში, საზღვარგარეთ დასვენება აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები