სტამბოლში, სომხურ ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი
სტამბოლში, ყარაყოის რაიონში მდებარე სომხურ „სურბ პრქიჩ“-ის (“წმინდა მაცხოვრის”) სახელობის ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ Haber Türk-ი წერს.
ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბეიოღლუს რაიონის გამგებელი, მუსტაფა დემირალი და თურქეთის სომეხი კათოლიკური თემის სულიერი წინამძღოლი, ლევონ ზექიანი ტერიტორიას ესტუმრნენ და ვითარებას გაეცნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.