7 დაღუპული – კალიფორნიაში, ბოლო სამ დღეში კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა მოხდა
კალიფორნიის შტატში, ბოლო სამი დღის განმავლობაში კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა მოხდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ ერთი მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა.
ამჯერად ინციდენტი ქალაქ ხაფ-მუნ-ბეიში მოხდა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ მსროლელი 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები, ჟაო ჩუნლია.
ჩუნლი პოლიციაში მკვლელობიდან, დაახლოებით ორი საათის შემდეგ მივიდა.
მის მიერ მოკლულთაგან 4 სოკოს ფერმაში იპოვეს, დანარჩენი სამი – ახლომდებარე სატრანსპორტო კომპანიაში.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
სან-მატეოს ოლქის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კრისტინა კორპუსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ნახევრად ავტომატური პისტოლეტი.
ქალაქის საქალაქო საბჭოს წევრმა, დები რუდოკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულები ჩინელები იყვნენ და ფერმაში მუშაობდნენ.
სან – მატეოს ოლქის სპიკერმა Associated Press-ს უთხრა, რომ მასობრივი მკვლელობა “ფერმის უკმაყოფილო მუშამ” ჩაიდინა.
21 იანვარს კალიფორნიის მახლობლად მდებარე ქალაქ მონტერეი პარკში ასევე მასობრივი მკვლელობა მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ეჭვმიტანილი 72 წლის ხუ ცან ტრანია, რომელმაც თავი მოიკლა.