“მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ნდობისთვის” – ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტიმოშენკომ ტელეგრამში თავად გააჟღერა და განცხადების ასლი წარადგინა.

მან ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და კარგი საქმის კეთების შესაძლებლობისთვის ყოველდღე და ყოველ წუთს. მადლობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ქვეყანაში ყველაზე ძლიერი გუნდის შექმნა. ძალიან მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ! მადლობა ქალაქების მერებს. დავების დროს კონსტრუქციულობისთვის. მადლობა პრეზიდენტის აპარატის რეგიონული პოლიტიკის დირექტორატის მაგარ გუნდს. თქვენ გარეშე არაფერი მოხდებოდა,” – დაწერა ტიმოშენკომ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელს „ჩვენი საქმის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი ნდობისთვის, რომლებმაც „გადაარჩინეს და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები