დმიტრო კულება: Leopard-ის ტანკების მიღების ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა Leopard-ის ტანკების მიღების ფინალურ ეტაპზე იმყოფება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კიევს გერმანული წარმოების ტანკებს მალე გადასცემენ.

„ტანკების საკითხთან დაკავშირებით, დარჩენილია ნახევარი ნაბიჯი. ჩვენ უკვე მივიღეთ ბრიტანული Challenger-ები, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია. უკვე ვიღებთ ფრანგულ მსუბუქ ტანკებს. ჩვენ გვესმის, რომ საფრანგეთი ფიქრობს Leclerc-ის ტანკების მიწოდებაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენამდე Leopard-იც მოვა, ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით“, – განაცხადა კულებამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გერმანიის მხრიდან კიევისთვის ნებისმიერი შეიარაღების მიწოდება პრობლემური იყო.

„ასეთი ქვეყანაა, არსებობს სპეციფიკა, საჭიროა მისი გათვალისწინება. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ყოველთვის ვიღებდით აუცილებელ შედეგს და ამ შემთხვევაშიც ასევე მივიღებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინული მხარე საერთაშორისო პარტნიორებს აწვდის ინფორმაციას, რომ იარაღის მიწოდების ყოველ დაგვიანებულ დღეს იღვრება უკრაინელების სისხლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები