აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ილჰამ ალიევს ლაჩინის დერეფანში სავაჭრო მოძრაობის აღდგენისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღადგინოს სავაჭრო მოძრაობა ლაჩინის დერეფანში. ამის შესახებ ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დერეფნის დაბლოკვა იწვევს ჰუმანიტარული კრიზისის რისკს და ძირს უთხრის იმ ნაბიჯებს, რომელიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობისკენ გადადგეს.
„პრეზიდენტ ალიევს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ აღადგინოს სავაჭრო მოძრაობა ლაჩინის დერეფანში. მისი დაბლოკვის ყოველი დღე იწვევს ჰუმანიტარული კრიზისის რისკს და ძირს უთხრის იმ ნაბიჯებს, რომელიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობისკენ გადადგეს. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.
I urged President Aliyev to immediately restore commercial traffic on the Lachin corridor. Each day it remains blocked risks a humanitarian crisis and undermines the steps that Armenia and Azerbaijan have taken toward peace. The U.S. is committed to supporting these efforts.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) January 23, 2023