Reuters: ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დახმარების მეშვიდე ტრანშზე ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეთანხმებას ბრიუსელში მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 500 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტთან ერთად შეხვედრაზე დამატებით 45-მილიონიანი ტრანში დაამტკიცეს, რომელიც არალეტალური აღჭურვილობისთვისა და უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიისთვის იქნება გამოყოფილი.