„Volkswagen“-ი სანქციების მიუხედავად რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს

  • დაძაბული საერთაშორისო ვითარების და რუსეთზე დაწესებული სანქციების მიუხედავად გერმანული კონცერნი Volkswagen-ი რუსეთში ინვესტიციების ჩადებას გააგრძელებს, – ამ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო manager-magazin.de ავრცელებს. კონცერნის ხელმძღვანელის მარტინ ვინტენკორნის განცხადებით , 2018 წლამდე რუსეთში 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიციის ჩადება იგეგმება. მან რუსეთი ასევე მოიხსენია, როგორც „ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ევროპაში“ . 2006 წელს კონცერნმა რუსეთში 1,3 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. რომლის ფარგლებშიც კალუგაში 2007 წლის ნოემბერში „Volkswagen“-ის ქარხანა გაიხსნა. „Volkswagen“-ის კალუგის ქარხანაში 5 000 -ზე მეტი ადამიანი დასაქმებული და ის რამდენიმე მოდელს უშვებს, მათ შორისაა „Tiguan“ , „Polo“ და „Fabia“. აღსაღნიშნავია , რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ასევე დაწესებულია სანქციები იმპორტზე , თუმცა manager-magazin.de ინფორმაციით რუსეთი გამონაკლისს დაუშვებს და „Volkswagen“-ს ეს სანქცია არ შეეხება. საინტერესოა, რომ „Volkswagen“-ის მოღვაწეობა დიდი ხნის მანძილზე განსჯის საგანს წარმოადგენდა . საქმე ეხება იმ ფაქტს , რომ კონცერნი დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან. სავარაუდოა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში კონცერნის თანამშრომლობა რუსეთთან კვლავ გახდება კრიტიკის საგანი.

    მომზადებულია manager-magazin.de-ს მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები