მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობა” თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება, აქვთ მორიგი მცდელობა, გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებში და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები
„ნაცმოძრაობა” თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება, აქვთ მორიგი მცდელობა, გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებში და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის ერთობა ვერ შედგება, ხოლო თუ შედგება – გარედან თუ შეფუთავენ, მაგალითად, მათი ტელევიზიები, ეს იქნება ძალიან ხელოვნური და უპერსპექტივო.
„ხშირად ვიყენებთ ხოლმე ასეთ ტერმინს, ფრაზას – „ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს”, ეს კინოც ვნახეთ უკვე, ფანჩატურის ქვეშ, სხვადასხვა გაერთიანებულ ფორმატებში მათი მხრიდან. „ნაცმოძრაობა” თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება. ეს არის მორიგი მცდელობა, სხვანაირად გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებს შორის და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები. დაშალეს, დააქუცმაცეს და უპერსპექტივო გახდა „ნაცმოძრაობა”. ახლა აწებებენ ძალით, არ წებდება, არ აქვთ საერთო იდეოლოგია. ზოგი ლიბერალია, ზოგი ულტრა ლიბერალია, ზოგი კონსერვატორობას იბრალებს, თამაშობს, ან შეიძლება მართლა არის სადღაც, გულის სიღრმეში, მაგრამ ვერ ბედავს თავის პატრონებთან ამის გამხელას და ა.შ. ვერ შედგება ერთობა. თუ შედგება, გარედან თუ შეფუთავენ, მაგალითად, მათი ტელევიზიები, ეს იქნება ძალიან ხელოვნური, რომელიც ასევე უპერსპექტივო იქნება. არ შეიძლება, რომ „ნაცმოძრაობა” იყოს ვინმეს ოპონენტი საქართველოში, რამდენადაც არ უნდა დაქუცმაცდეს, როგორც არ უნდა გალანძღონ შიგნით ერთმანეთი, როგორც არ უნდა დააბრალონ „ნაცობა” ნაწილს და სხვა განიწმინდოს ამ ცოდვისგან, გამორიცხულია. ამ ქვეყანაში ძალიან ნიჭიერი ხალხია ახალგაზრდები და არამარტო და სანამ მათი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი პოლიტიკური, გულწრფელი, პატრიოტი ძალა არ შეიქმნება, ეს ადამიანები არიან განწირულები დამარცხებისა და ურთიერთქიშპისთვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფნისთვის, რომელიც ისევ და ისევ გარე დავალებებით კონტროლდება. ყველა მცდელობა უპერსპექტივოა,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.