დავით ბაქრაძის დედა მისი შვილის მიერ ბრიტანულ ბანკში ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი საქართველოში არ იმყოფება და ის მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღეა საზღვარგარეთ იმყოფება – ამის შესახებ „კვირას“ დავით ბაქრაძის დედამ ლილი ბაქრაძემ განუცხადა. როგორც „კვირას“ ლილი ბაქრაძემ განუცხადა, მან არ იცის, თუ რა თანხას ფლობს დავით ბაქრაძე საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე.
„დავითი მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება. დანარჩენის შესახებ ვერ გავცემ ინფორმაციას,- აღნიშნა ლილი ბაქრაძემ. მანვე არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ.
აღნიშნულის შესახებ, „კვირა“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგი წერეთელსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, დავით ბაქრაძე სავარაუდოდ საზღვარგარეთ იმყოფება. რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, დეპუტატი, ბაქრაძის საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
აღსანიშნავია, რომ “კვირა” შეეცადა  დავით ბაქრაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები