“ზოგიერთმა თავი დაკარგა და მოროდიორობს შიშის გარეშე” – არახამია კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავებებს აანონსებს

უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამიამ კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავებები დააანონსა, რომელიც უკვე შემოდგომას მოხდება.

მითი თქმით, მათმა უმეტესობამ უგულებელყო მოწოდებები, რომ მოხდეს ომზე ფოკუსირება და მსხვერპლთა დახმარება, ამიტომ პრინციპი “ახლა ამის დრო არ არის” – აღარ იმუშავებს.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

„ამ გაზაფხულზე დაკავებებს აქტიურად დავიწყებთ. არ გამოდის ადამიანურად, მოხდება ომის კანონების მიხედვით. უახლოეს დროში მოხდება ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის კონკურსი, და დასრულდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის აშენება. “ახლა ამის დროს არ არის” – უკვე აღარ მუშაობს. ზოგიერთმა ადამიანმა თავი დაკარგა და მარადიორობს სინდისის ქენჯნისა და შიშის გარეშე”,- დაწერა მან.

მისი თქმით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვებს, ასევე თავდაცვის სამინისტროში ბოლოდროინდელ სკანდალებს.

არახამიამ აღნიშნა, რომ „24 თებერვლიდან ოფიციალური და არაოფიციალური არხებით, მუდმივად ვაფრთხილებდით ყველა დონის ჩინოვნიკებს: კონცენტრირდნენ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო საქმეები“. თუმცა, ზოგიერთმა უგულებელყო ეს მოწოდებები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები