კალიფორნიაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში, ქალაქ მონტერეი პარკში, ერთ-ერთ საწარმოში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ადგილიდან მიმალვა შეძლო, თუმცა მოგვიანებით თავი მოიკლა.

მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი, აზიური წარმოშობის 72 წლის ჰუ კანგ ტრანია.

ლოს-ანჯელესის ჩინეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ჩესტერ ჩონგმა განაცხადა, რომ სროლის მიზეზი მამაკაცსა და მის მეუღლეს შორის ჩხუბი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები