პოლონეთის პრეზიდენტი პოლონეთის მხრიდან ომისათვის მზადებაზე ალაპარაკდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ აღმოსავლეთიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო ქვეყნის სამხედრო ძალების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ ინფორმაციას Newsweek-ის პოლონური განყოფილება polska.newsweek.pl – ავრცელებს. პოლონეთის არმიის დღისთვის მიძღვნილ თავის გამოსვლაში კომოროვსკიმ ასევე გააჟღერა დაპირება, რომ ყველა პირობას შექმნის პოლონეთის ტერიტორიაზე NATO-ს სამხედრო კონტიგენტის გაზრდისათვის – წერს Newsweek-ი. „თუკი გვინდა, რომ პოლონეთის თავისუფლებით ხარობდნენ ჩვენი პატარები და შვილიშვილები, მაშინ ჩვენ დღეს უნდა დავიცვათ ის და ვიბრძოლოთ მისთვის, თუკი დადგება ამის საჭიროება“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. გამოსვლაში კომოროვსკი შეეხო უკრაინაში არსებულ სიტუაციას . რა დროსაც მოიშველია ლათინური ფრაზა – „ si vis pacem, para bellum“ („თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისათვის“) და განმარტა, რომ ეს ფრაზა დღესაც აქტუალურია. „ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის მეზობელ რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვსურს უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რესპუბლიკის დასაცავად, რადგანაც ისე არაფერი აპროვოცირებს პოტენციურ აგრესორს, როგორც მსხვერპლის სისუსტე, და ისე არაფერი აფრთხობს პოტენციურ მტერს, როგორც ძლიერი სახელმწიფო და მამაცი საზოგადოება. სიმამაცე კი პოლონელებს ყოველთვის საკმარისი ჰქონდათ და პოლონეთის ჯარი ყოველთვის იყო ერის სიამაყე“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. კომოროვსკის აზრით, პოლონეთი სწორად მოიქცა როდესაც თავის ფარგლებში NATO-ს გაძლიერების გზას დაადგა. „2011 წელს ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ თავდაცვაზე საკუთარი ხარჯების გაზრდის მხრივ, მაშინ როდესაც დანარჩენმა მოკავშირეებმა ისინი შეამცირეს. „მაგრამ ახლა ოდესღაც მიღებული სწორი გადაწყვეტილებების მიზეზით თვითდამშვიდების დრო არ არის. ამ ნაცადი გზით ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, წავიდეთ სწრაფად. რადგანაც დღეს ჩვენი მოკავშირეების , განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების , აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსულ-უკრაინული კრიზისის დროს გამოვლენილი სოლიდარობის წყალობით, ჩვენ გვინდა მივცეთ ნათელი სიგნალი, რომ ჩვენ შემდგომშიც მოვითხოვთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, სხვა ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობით, მათი ტექნიკისა და გადაადგილების ბაზების მოწყობით”, – მოჰყავს პრეზიდენტ კომოროვსკის სიტყვები Newsweek-ს. ცერემონიაში პრეზიდენტის გარდა პრემიერ – მინისტრი დონალდ ტუსკი, სეიმის თავჯდომარე ევა კოპაჩი, თავდაცვის მინისტრი ტომაშ სიმონიაკი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები იღებდნენ მონაწილეობას. წყარო : polska.newsweek.pl

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები