აშშ „ვაგნერს“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადებს
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას ხაზინა „ვაგნერელებისა“ და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.
ამასთან, შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა რუსული ვაგონების გასაიდუმლოებული ფოტოები, რომლებიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში, ჯერ კიდევ ნოემბერში მიემგზავრებოდნენ.
აშშ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვაგონებით რაკეტების პირველადი მიწოდება სწორედ დაქირავებული ორგანიზაცია Wagner Group-ის მიერ ხდებოდა.
როგორც კირბიმ განაცხადა, აშშ-ს სჯერა, რომ რაკეტების ამ მიწოდებამ უკრაინაში საბრძოლო ქმედებების დინამიკა შეცვალა.
„იარაღის გადაცემა [ჩრდილოეთ კორეიდან] პირდაპირ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას“, – აღნიშნა კირბიმ.