ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ორი ქვეყნის ლიდერმა საუბრისას განიხილეს თურქეთის მიერ უკრაინისადმი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერისა და მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების საკითხები.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, აიღოს ფასილიტატორისა და შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება ტყვეების გაცვლაზე და მზადყოფნა გამოთქვა, შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები