გაბონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გარდაიცვალა

გაბონის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიქაელ მუსა ადამო ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამის შესახებ Agence France-Presse მთავრობის განცხადებაზე და პრეზიდენტის ოფისში წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

“მან მინისტრთა საბჭოს სხდომის დასაწყისშივე იგრძნო თავი ცუდად”,- თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მინისტრი უგონო მდგომარეობაში სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები