“საფრანგეთს უნდა შეეძლოს ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარება” – მაკრონი

საფრანგეთს მომავალში უნდა შეეძლოს „ფართომასშტაბიანი ოპერაციის წარმართვა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, იტყობინება France 24.

“საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება არმია, რომელიც იქნება მზად საუკუნის გამოწვევებისთვის”,- თქვა მან.

მაკრონის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო, ქვეყანა მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ხარჯებს.

მისი თქმით, 2024-2030 წლებში შეიარაღებული ძალებისთვის 295 მილიარდი ევროს ნაცვლად, 400 მილიარდ ევროზე მეტი გამოიყოფა, რომ მოხდეს „ჩვენი თავისუფლების, ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და მსოფლიოში ჩვენი ადგილის უზრუნველყოფა“.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ახალი ბიუჯეტი მიზნად ისახავს არმიის ადაპტირებას „მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებთან“.

„ჩვენ უნდა შეგვეძლოს ევროპელებთან მუშაობა ნატოში ან ალიანსის გარეთ და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოთ სარდლობის ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლებლობა მოგვცემენ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებას“, – თქვა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები