გოგა ხაინდრავა – კელი დეგნანის განცხადებაზე: ის თუ უფიქრია რა გზით შეიძლება რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან? ან უკრაინიდან? – გვირჩიოს, გავიყვანთ
ის თუ უფიქრია რა გზით შეიძლება რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან?
ან უკრაინიდან? გვირჩიოს! გავიყვანთ, – ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.
“ძალიან აქტუალური ფიქრები ჰქონია ქ-ნ ელჩს!
ის თუ უფიქრია რა გზით შეიძლება რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან?
ან უკრაინიდან? გვირჩიოს! გავიყვანთ!
იმის მარჩიელობას,
რა ურჩევნია
ქართველ ხალხს,
რუსეთში მცხოვრები ასეულობით ათასი თანამემამულისათვის!” – წერს კინორეჟისორი “ტვიტერზე”.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის უმეტესობას რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას ურჩევნია რუსეთმა ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.