“რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს” – ლოიდ ოსტინი “რამშტეინის” შეხვედრაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა “რამშტეინის” შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
“უკრაინამ მსოფლიო შთააგონა და ამასობაში, რუსეთში იწურება საბრძოლო მასალები. მან განიცადა მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგები”, – თქვა ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მარაგებისთვის თავის რამდენიმე, შერჩენილ პარტნიორს მიმართავს, თუმცა “არც ირანი და ჩრდილოეთ კორეაც კი არ აღიარებენ, რომ ისინი ამარაგებენ რუსეთს“.
”უბრალოდ შეადარეთ ეს იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს თავისუფალ და სუვერენულ უკრაინას”, – თქვა მან.