რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს, რასაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ კრამატორსკის მერმა, ალექსანდრე გონჩარენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, რაკეტა საბავშვო ბაღის ახლოს ჩამოვარდა, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს.
როგორც მოგვიანებით, დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ თქვა, “რაშისტებმა” სულ სამი რაკეტა გაისროლეს.
ასევე დაზიანდა ბაღთან ახლოს მდებარე კორპუსი.
მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობა ცარიელი იყო, “ამიტომ დიდი უბედურების არიდება მოხერხდა”.