საქართველოში თურქმენეთის ელჩმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
მაია ფანჯიკიძე საქართველოში თურქმენეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში თურქმენეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დოვლეტმურატ მურატოვმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მაღალი დონე. საუბრის დროს ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში თურქმენეთის საელჩოს გახსნის თაობაზე.