ირაკლი სესიაშვილი: მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ვერანაირ უთანხმოებას ვერ ვხედავ
“მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ვერანაირ უთანხმოებას ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ამასთან, დეპუტატი პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, აბსურდულს უწოდებს. “ჩვენ ვდგავართ გარკვეული დილემის წინაშე, რომელიც 2010 წელს განხორციელებეული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ წარმოიქმნა. ის მოდელი, რომელიც არის დღევანდელ კონსტიტუციაში, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის და მთავრობის ფუნქციებთან მიმართებაში, არის ძალიან ბუნდოვანი. ამიტომ, ჩვენ ამაზე გვიწევს მსჯელობა. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ვერანაირ უთანხმოებას ვერ ვხედავ და ის აჟიტირება, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს, ფუნქციების შეზღუდვასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად არარეალური და აბსურდულიც. ამიტომ მიმდინარეობს მუშა პროცესი იმისათვის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისობაში მოვიდეს ყველა კანონმდებლობა”, – განაცხადა სესიაშვილმა.