ჩინელი სამხედროები ინდოეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია ინდოეთის ტერიტორიაზე ლადახკის რაიონში შეიჭრა, რომელიც ზღვის დონიდან 5 ათას მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული, აქ მათ სამხედრო ბანაკი მოაწყვეს, – ამის შესახებ ინდური გამოცემა “Hindustan Times-ი” იუწყება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის არმიის შეჭრა მოხდა კონკრეტულად ჰიმალაის იმ რაიონში, სადაც ერთი წლის წინ იგივე ხასიათის სამხედრო ინციდენტი მოხდა. მაშინ საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციების ჩარევით სიტუაციის დეესკალაცია მოხერხდა.