საქართველოში საპატიო კონსულები ავტო-საგზაო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სატრასპორტო საშუალებებით გადაადგილებისას საპატიო კონსულები განსაკუთრებული პროვილეგებით ვეღარ ისარგებლებენ. როგორც მინისტრი განმარტავს, მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა და რეგულაციები ვენის კონვენციის მიხედვით დადგინდა. „დარეგულირება გადავწყვიტეთ დიპლომატიური რეგულაციების მიხედვით. ეს აქამდე, საქართველოში არ არსებობდა და ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას. ავტო-საგზაო შემთხვებისას დიპლომატიური ნიშნებით მოძრავი ავტომანქანები საერთოდ არ რეგისტრირდებოდნენ, თუკი ისინი არღვევდნენ, მოძრაობის წესებს. არადა, ავტო-საგზაო მოძრაობაში წესების დაცვა აუცილებელია ყველასათვის, მინიმუმ იმისათვის თუნდაც, რომ არ მოხდეს ავტო-საგზაო შემთხვევები“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.