ნიკა მელია: ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს – ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო
ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილისგან მსგავსი საქციელი არ უკვირს, რადგან ნახევარ საათში დაითანხმა ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო.
„ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად.
თუ უდიდესი გულის ტკენის ეპიზოდები არ განიცადე, სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის.
მე მოვიყვანე ხაბეიშვილი პარტიაში. ახლა რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს რასაც მიკეთებს, ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს… ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ. საზოგადოებამ განსაჯოს – ან სიმართლე ან ტყუილი, ან ზნეობა ან ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია“, – განაცხადა ნიკა მელია.