ანგელა მერკელი 23 აგვისტოს უკრაინას ეწვევა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს უკრაინას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლე კლიმკინის ინფორმაციით, კანცლერი უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავა.
“ეს იქნება ძალიან საინტერესო ვიზიტი, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რიგაში ყოფნის დროს კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციები აუცილებელია, ევროკავშირი ამით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები