პაველ ჰერჩინსკი: შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით
“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი მალე დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ სასამართლოში, სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის და პატიმრის ყველა უფლება სრულად დაცული იყოს.
„ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში და როგორც პატიმრის უფლებებს. კიდევ ერთხელ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოში, მისი, როგორც ბრალდებულის და პატიმრის ყველა უფლება სრულად დაცული იყოს“, – განაცხადა ელჩმა.