ბატალიონ “დონბასის” მეთაური დაჭრეს

უკრაინის ნაციონალური გვარდიის სპეცდანიშნულების ბატალიონ ,,დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკო სოფელ ილოვაისკასთან მიმდინარე ბრძოლებში, დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ,,ფეისბუქის“ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გაავრცელა. “ჩვენი ჯგუფი ტერორისტებისგან ანთავისუფლებდა დასახლება ილოვაისკს, როდესაც დანაღმული ჭურვი აფეთქდა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ბატალიონის წევრი, მათ შორის სემიონ სემენჩენკო, რომელიც სხვა მეომრებთან ერთად გადაყვანილია სამხედრო ჰოსპიტალში. ჩვენ ბიჭებს დასახმარებლად ახალ რეზერვებს ვაგზავნით“, – წერს ავაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები