თეა წულუკიანი ქართული თეატრის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული თეატრის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში უილიამ შექსპირის „ოტელო” (რეჟისორები: გია მარღანია, დიმიტრი ხვთისიაშვილი) აჩვენეს, რომელიც შარშან დაიდგა და კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის ხსოვნას მიეძღვნა.

„ამ დღესთან დაკავშირებით „საქართველოს თეატრალური საზოგადოების” ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის „წლის საუკეთესო ნაწარმოები” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და ვერიკო ანჯაფარიძის, კოტე მარჯანიშვილისა და აკაკი ხორავას სახელობითი პრემიების გადაცემა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

მინისტრმა თეატრის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული შემოქმედებითი გზა უსურვა.

მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადაეცა თამარ მდინარაძეს (ოზურგეთის თეატრი); აკაკი ხორავას სახელობის პრემია – დავით როინიშვილს (ქუთაისის თეატრი) და მარჯანიშვილის პრემია – ნანა ფაჩუაშვილს (რუსთაველის თეატრი).

ასევე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების  ყოველწლიური პრემია „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი – 2021-2022წწ.”  შემდეგ ნომინაციებში გაიცა:

თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართული პიესა –  ნინია სადღობელაშვილის „ხალდე”;

„გრან-პრი” თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის – რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის „ირინეს ბედნიერება” (ავტორი დ. კლდიაშვილი), მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული  თეატრი;

თეატრალური სეზონის  საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – რეჟისორ სოსო ნემსაძის „მიმძიმს ამაზე საუბარი” (ე. გიზატოვა),  გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის სახელმწიფო  პროფესიული დრამატული თეატრი;

თეატრალური სეზონის მამაკაცის საუკეთესო როლი – პაატა გულიაშვილი (შეილოკი, უილიამ შექსპირის  „ვენეციელი ვაჭარი”), ვაჟა-ფშაველას სახ. თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი გ. შალუტაშვილი;

თეატრალური სეზონის ქალის საუკეთესო როლისთვის – ნიარა ჭიჭინაძე (მარიამი, ტ. უილიამსის „ტოკიოს სასტუმროს ბარში”), ვ. გუნიას სახ. ფოთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი თათა პოპიაშვილი;

თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი – გოგი გუგუჩია (ბატონი ვანდაამი, ფ. გუდრიჩის და ა. ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური”), ზ. კვერენჩხილაძის სახ. დმანისის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისა და შ. დადიანის სახ. ზუგდიდის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ერთობლივი ნაწარმოები, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე;

თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი – ნათია მელაძე (ცოლი, ე. გიზატოვას „მიმძიმს ამაზე საუბარი”) გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე;

თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი (არაუმეტეს 30 წლისა) – არჩილ მაკალათია (გამომძიებელი,  ე. გიზატოვას „მიმძიმს ამაზე საუბარი”), გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული  თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე;

თეატრალური სეზონის  საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი (არაუმეტეს 30 წლისა) – ციცი ბუცხრიკიძე (თინა, დ. თავაძის „დედაომი”),  ალ. წუწუნავას სახ. ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი;

თეატრალური სეზონის საუკეთესო  სცენოგრაფიული ნამუშევარი – ნიკა საბაშვილი („რესპუბლიკა გურია”, ნიკა საბაშვილისვე რეჟისორობით), ალ. წუწუნავას სახ. ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;

თეატრალური სეზონის  საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – ზვიად ბოლქვაძის „მედეას ვნებები”, ბათუმის კულტურის ცენტრი, რეჟისორი ზაზა სიხარულიძე;

თეატრალური სეზონის  საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი – დავით მეტრეველი,  ჟან ბატისტ მოლიერის „ჰარპაგონი”, აკ. ხორავას სახ. სენაკის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა;

თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტი და ა.შ.) ნაშრომი – მაკა ვასაძის რეცენზია დ. თავაძის „დედაომის” შესახებ, ალ. წუწუნავას სახ. ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები