ახალი ქვეყნები შესაძლოა ევროკავშირს სრული ხმის უფლების გარეშე შეუერთდნენ, რაც ისეთ ლიდერებს, როგორიცაა უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი, უფრო მეგობრულს გახდის უკრაინის მსგავსი ქვეყნების ბლოკში გაწევრიანების მიმართ,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.
ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის წესების შეცვლის წინადადება საწყის ეტაპზეა და მას ყველა არსებული ქვეყნის მიერ დამტკიცება დასჭირდება.
Politico-ს მიხედვით, ამ წინადადების ფარგლებში, EU-ს ახალი წევრები ხმის მიცემის სრულ უფლებას მას შემდეგ მოიპოვებენ, რაც ევროკავშირში ძირეულად შეცვლიან ხმის მიცემის წესებს, რათა უფრო რთული გახდეს ცალკეული ქვეყნებისთვის რიგ საკითხებზე ვეტოს დადება.
Politico წერს, რომ აღნიშნული ინიციატივით ის ქვეყნები, რომლებიც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არიან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და მონტენეგრო, შეძლებენ, რომ EU-ს წევრობით მრავალი სარგებელი მიიღონ, ვეტოს უფლების გარეშე.