ლუგანსკში კოლონის დაცხრილვის ადგილზე 15 ცხედარია ნაპოვნი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ლუგანსკის ოლქში, დევნილთა კოლონის დაცხრილვის ადგილზე , 15 ცხედარია ნაპოვნი.
“ადგილზე სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნაპოვნია 15 ცხედარი. სამუშაოები დღესაც გაგრძელდება”, – განაცხადა ანდრეი ლისენკომ. შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილთა კოლონა გუშინ დაცხრილეს. უკრაინული მხარის განცხადებით, “ბოევიკებმა” კოლონაზე თავდასხმა “გრადის” დანადგარებით განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, დევნილების კოლონა სამხედრო მანქანებით გადაადგილდებოდა, თუმცა მათ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშანი – კოლონა თეთრი დროშებით მოძრაობდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები