იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო, 3 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი ჰოსპიტალიზებულია

იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო, 3 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი ჰოსპიტალიზებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ოსაკასა და ტოკიოშია, სადაც ტემპერატურამ 42 გრადუსს გადააჭარბა.
დაზარალებულთა დიდი ნაწილი ხანშიშესული ადამიანები არიან, მათ სითბური დარტყმის ნიშნები აღენიშნებათ.
მოსახლეობას კონდიცირებულ შენობებში დარჩენას და დიდი რაოდენიბით სითხის მიღებას ურჩევენ. წელს იაპონიაში უჩვეულოდ ცხელი ზაფხული დაფიქსირდა. ივლისის დასაწყისიდან ქვეყანაში სითბური დარტყმის შედეგად თითქმის 4 ათასი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები