“დასავლეთის დამატებითი აქციების შემთხვევაში, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს”

რუსეთის მთავრობა თავდაცვით ზომებს მიიღებს დასავლეთის მიერ დაწესებულ ახალ დესტრუქციული ხასიათის აქციებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა,. “ჩვენ ვამუშავებთ სხვადასხვა ვარიანტებს, რადგან არასოდეს ვიყავით ის მხარე, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს სანქციების ენაზე აწარმოებდა და არც ვიყავით ამის ინიციატორები. მაგრამ, თუ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გააგრძელეს მსგავსი პოლიტიკური თამაში და დესტრუქციული ხასიათის სანქციების შემოღება, ჩვენ დამატებით ბერკეტებს ავამუშავებთ“, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები