ირაკლი ღარიბაშვილი – სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა დაახლოებით 70%-ით გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია, სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი

ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობებს შორის საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა. მისივე თქმით, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, შესაბამისად, სომხეთი საქართველოსთვის გახდა რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს. დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები,”- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. მთავრობის მეთაურმა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ინიციატივაზე ისაუბრა. „მე ასევე მინდა აღვნიშნო ბატონო პრემიერ-მინისტრო და ძვირფასო კომისიის წევრებო, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ და რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფორმატი არ ჩაანაცვლებს სხვა ფორმატებს და სხვა ინიციატივებს. პირიქით, ვფიქრობ ეს დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ძლიერ, გრძელვადიან ეკონომიკურ აღმასვლას და კეთილდღეობას ჩვენი ხალხების.
ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის კომისიის წევრებს, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო ჩატარდა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ ყველას გულით, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, გისურვოთ წარმატება, ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, დიდი მადლობა,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები