სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მომავალში, ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, შესაძლოა მესამე ქვეყნის ბირთვული იარაღი განთავსდეს, იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდება.

ამის შესახებ სააგენტო Newsis წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, იუნ სეოკ-იოლმა თავდაცვის სამინისტროს ასეთი სამხედრო ძალის უზრუნველყოფაზე მუშაობა დაავალა, რომ თავდასხმის შემთხვევაში „100 ან თუნდაც 1000-ჯერ დიდი“ პასუხი იყოს გაცემული.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სამხრეთ კორეას შეუძლია მომავალში განათავსოს მესამე ქვეყნის ბირთვულ იარაღი და შეიარაღებაზე საკუთარიც მიიღოს, თუ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან “პროვოკაციები გაგრძელდება”.

„სამხრეთ კორეას შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის ბირთვულ იარაღი განათავსოს, ან დამოუკიდებლად მიიღოს ის. თუ ასეთი ვითარება შეიქმნება, ჩვენი სამეცნიერო ტექნოლოგიებით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად, დიდი დროის დახარჯვის გარეშე, მივიღოთ ბირთვული იარაღი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის „მნიშვნელოვანია რეალისტურად შესაძლო“ ვარიანტების არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები