ღაზას სექტორში მშვიდობიანი შეთანხმება ერთი დღით გაგრძელდა
ღაზას სექტორში მშვიდობიანი შეთანხმება, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, კიდევ ერთი დღით გაგრძელდა. “ჩვენ კიდევ ერთ დღეს დავიცდით და დაველოდებით ეგვიპტის დედაქალაქში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგებს“, – განაცხადა დაჯგუფება “ჰამასის“ პოლიტსაბჭოს წევრმა იზატ არ-რიშკმა.
საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ ეგვიპტელთა თხოვნა გაითვალისწინა და ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა შეიძლება გაეროს წარმომადგენლებმაც მიიღონ.